Saturday, December 11, 2010

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმ

გაკვეთილის  მთავარი თემა
 თემა:“ცხოვრება მშვენიერია“
_ La vie est belle-

XI კლასი(ს.II დონე)


მოსწავლეთა პროფილი
კლასში 27 მოსწავლეა.(სწავლების მეორე წელი)


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილის თემა შეირჩა მოსწავლეთა მიერ სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების გათვალისწინებით. სასურველი თემა მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს, ხელს შეუწყობს ცოდნის დაუფლებაში. კითხვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება მათ წინარე ცოდნის გააქტიურებაში დაეხმარება.
შერჩეული ტექსტი(პოლ ელუარის ლექსი:“ღიმილი“),ხელოვნების სხვადასხვა სფეროში(მხატვრობა,კინო,ჩვენი თანამედროვენი) პარალელების ძიება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების საშუალებას იძლევა.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას, შეიძენენ პატარა მოცულობის ტექსტის გაგების უნარ–ჩვევებს. გაეცნობიან ფრანგულ პოეზიას. დაინტერესდებიან ფრანგული კულტურით. 
 განივითარებენ ლაპარაკის, კითხვის უნარ–ჩვევებს, ინტონაციას და გამოთქმებს.

გაკვეთილი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ სტანდარტებს:
მიმართულება– კითხვა:
·         უცხ.ს.II.7. მოსწავლე იძენს ხმამაღალი კითხვის უნარს.
·         უცხ.ს.II.9 მოსწავლე კითხულობს და იგებს სავარჯიშოს პირობას.
·         უცხ.ს.II.10 მოსწავლე ამოიცნობს ემოციებს, დამოკიდებულებებს.
·         უცხ.ს.II.11. მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა ტექნიკას(გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
მიმართულება– ლაპარაკი:
·         უცხ.ს.II.23.მოსწავლე ეუფლება უცხ. ენის ფონოლოგიურ სისტემას.
·         უცხ.ს.II.24 მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში.
·         უცხ.ს.II.27. მოსწავლე მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ნასწავლ ენობრივ–გრამატიკულ ფორმებს.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეები  იცნობენ კითხვისა და ლაპარაკის სტრატეგიებს. ფლობენ პროგრამით გათვალისწინებულ ლექსიკურ ერთეულებს.
იციან:
        აწმყო დროის წარმოება;
        უარყოფითი ფორმის წარმოება;
        უპირო გამოთქმა il y a;
        ზმნის ინფინიტივი;
        თვისებითი ზედსართავი სახელების მდედრობითი სქესისა და
მრავლობითი რიცხვის წარმოება;


შეფასების საგანი და პროცედურები







სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


პოლ ელუარის ლექსი „ღიმილი“.
რვეულები, საწერ–კალმები, ლექსიკონები.
ფერადი სტიკერები, მარკერები, მაგნიტები.  
კომპიუტერი, პროექტორი.
დაფა, ცარცი.
ფრანგული ენის სახელმძღვანელო.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 საორგანიზაციო საკითხები: დასწრების აღრიცხვა,ჯგუფური მუშაობისათვის მომზადება, (კლასის სამ ჯგუფად დაყოფა) – 1წთ.
მოსწავლეთათვის გაკვეთილის მიზნების გაცნობა – 1წთ.
I აქტივობა: ისმის სიმღერა, მონიტორებზე ჩნდება ედიტ პიაფის ფოტო, 30 წმ–ში დავსვამ შეკითხვას: –რა ასოციაციას იწვევს თქვენში სიმღერა „La vie en rose”? თქვენი აზრით, როგორია ცხოვრება?jgufebs  ვთხოვ, შეადგინონ da warmoadginოn  ასოციაციური რუკები (იხ.დანართი) – 4 წთ.
II აქტივობა: პროექტორით ვაჩვენებ ცნობილი მხატვრების(ლეონარდო და ვინჩი, რენუარი), რეპროდუქციებს, თანამედროვე პოპულარული ადამიანების, ბავშვების ფოტოებს.(იხ.დანართი)  ჯგუფებს ვთხოვ, უპასუხონ შეკითხვას:  “თქვენი აზრით, რა აქვთ საერთო ამ სურათებს?”თითოეული ჯგუფი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და ადგენს ვენის დიაგრამას._ 5 წთ.  
III. აქტივობა: დაფაზე ვწერ ცნობილი ფრანგი პოეტის პოლ ელუარის ლექსის სათაურს: “ღ ი მ ი ლ ი”. ვთხოვ, დაფიქრდნენ და უპასუხონ, თუ რის შესახებ შეიძლება იყოს ლექსი. _ 3 წთ.
IV აქტივობა: დავურიგებ ტექსტს. კითხულობენ ჩუმად, შინაარსის გაცნობის მიზნით და გამოთქვამენ მოსაზრებას წაკითხულის შესახებ: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლექსში საუბარია... “ _ 10 წთ.
V აქტივობა: ისევ კითხულობენ ტექსტს(შესწავლითი კითხვა) და ცდილობენ ამოიცნონ უცხო სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობა ვერბალური(კონტექსტი, სიტყვის ფუძე) და არავერბალური(ილუსტრაცია, განსხვავებული შრიფტი) ელემენტების საშუალებით.იყენებენ ლექსიკონს, თუ ვერ ამოიცნობენ რომელიმე სიტყვის მნიშვნელობას. _ 8 წთ.
VI აქტივობა: ჯგუფიდან ერთი მოსწავლე ხმამაღლა, მხატვრულად კითხულობს ლექსს _ 2 წთ.
VII აქტივობა: მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით დავსვამ შემდეგ კითხვებს: - თქვენი აზრით, ლექსის რომელ სტრიქონებში ჩანს, ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანი არასდროს არის მარტო და რომ სევდას უსათუოდ შეცვლის სიხარული, ღიმილი?
-           ვფიქრობ, როცა ადამანი იღიმება, ცხოვრება მშვენიერია. როგორ ფიქრობთ, ეს ასეა?რატომ?
           
-           თქვენ რა სათაურს შეურჩევდით ლექსს? რატომ? – 7 წთ.
VIII აქტივობა: ვაჩვენებ პროექტორით პოლ ელუარის ფოტოებს.(იხ. დანართი).
ვთხოვ, მოკლედ აღწერონ პოეტის პორტრეტი.( 3 წთ. )
IX აქტივობა- თითოეული ჯგუფი ინიშნავს საშინაო დავალებას:
1. ესე ” ცხოვრება მშვენიერია “;
2. ქართულ ენაზე ლექსის თარგმნა;
3. პოლ ელუარზე ინფორმაციის მოძიება;
ჯგუფის წევრები შესასრულებელ სამუშაოს თვითონ ირჩევენ, ამზადებენ პრეზენტაციას მომავალი გაკვეთილისათვის. – 1 წთ.